საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის დადასტურებული 25-ე შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული. პაციენტი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
25-ე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა, იტალიაში დაინფიცირებულთა მეორე კლასტერიდანაა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.