კორონავირუსით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 20 მოქალაქეა დაინფიცირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქა დაინფიცირებული. სამინისტროს ქვეყნებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს რომ მათი უმეტესობა იმ ქვეყნებშია, სადაც ტრადიციულად მაღალია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია.

“თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვთ აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს. ისინი ყოველდღიურ კავშირზე იმყოფებიან ჩვენს მოქალაქეებთან და ასევე მედიკოსებთან. პაციენტების უმეტესობას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ”, — წერია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში მკურნალობას ადგილობრივად გადიან. საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველგან მოქმედებს ცხელი ხაზი.