56 წლის ასაკში კვენტინ ტარანტინო პირველად გახდა მამა. რეჟისორს და მის 36 წის მეუღლეს, დანიელა პიკს ბიჭი შეეძინათ. ბავშვი თელავივის ერთ–ერთ კლინიკაში დაიბადა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
ტარანტინოსთვისაც და დანიელა პიკისთვისაც ეს პირველი შვილია. დანიელასთან შეხვედრამდე ტარანტინო არასოდეს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული. ისინი ერთმანეთს 2009 წელს თელავივში შეხვდნენ, სადაც ტარანტინო მისი ფილმის “უსახელო ნაბიჭვრების“ პრომოუთინგისთვის იყო ჩასული.
მოგვიანებით შეყვარებულმა ულტიმატუმი წაუყენმა: ან ქორწინება, ან სამუდამოდ დაშორება. წყვილმა ნიშნობის შესახებ 2017 წელს გამოაცხადა, 2018 წლის შემოდგომაზე კი ლოს ანჯელესში საიდუმლოდ იქორწინა.