ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. სამივე მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, ისინი ირანიდან ბრუნდებოდნენ.
ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსი. ნელი ხიზანიშვილის თქმით,არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა ირანის საზღვარი ერთი კვირის წინ გადაკვეთეს და დღეს საქართველოში ბრუნდებოდნენ.
საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე მათ საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება, საგანგებო რეჟიმით მუშაობს.სატვირთო მანქანების გადმოყვანა კი, დეზინფექციას ჩატარების შემდეგ მოხდება.