ლებრონ ჯეიმსი გარდაცვლილ კობი ბრაიანტს ემოციურად დაემშვიდობა ( ვიდეო )

სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ავიაკატასტროფაში გარდაცვლილ კობი ბრაიანტს ემოციურად დაემშვიდობა. სიტყვით გამოსვლისას ლებრონმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.