ლედი გაგა საქმროს დაშორდა

გასული წლის ოქტომბერში ლედი გაგამ და მისმა საქმრომ, კრისტიან კარინომ, რომელიც წარსულში მისი აგენტი იყო განაცხადეს, რომ დაინიშნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ. იანვარში წყვილი ერთად გამოჩნდა მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალზე. ისინი ფოტოგრაფების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ , ლედი გაგა კი მოზრდილ ნიშნობის ბეჭედს ატარებდა.
ჭორები წყვილის დაშორების შესახებ გრემის ცერემონიალის შემდეგ გავრცელდა, რომელიც ათი დღის წინ ჩატარდა. ლედი გაგა სიმღერისთვის shallow გრემით დააჯილდოვეს, რომელიც მან სპეციალურად ფილმ “ვარსკვლავის დაბადებისთვის“ დაწერა. სამადლობელ სიტყვაში მომღერალს კრისტიანი არ უხსენებია, დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა კი შეამჩნიეს, რომ ის ცერემონიალზე ნიშნობის ბეჭდისგარეშე მივიდა. ცერემონიალზე მის გვერდით არც კარინო ყოფილა.
ცერემონიალის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგამ და კრისტიანმა ერთმანეთი სოციალური ქსელების კონტაქტებიდანაც წაშალეს. ორი დღის წინ კი მომღერლის აგენტმა მედიას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ წყვილი დაშორდა და ქორწილი აღარ იქნება.