50 წლის კრისტიან კარინო 33 წლის ლედი გაგასთან დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელებში ძალიან გააქტიურდა. ვარსკვლავების აგენტი ხშირად დებს სხვადასხვა ფოტოებს რომანტიული ციტატებით. მომღერლის თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, რომ კარინო მათ ლედი გაგას უძღვნის.
მაგალითად, ამ დღეებში კრისტიანმა გამოაქვეყნა ტელეფონის ფოტო, რომელზეც წერია “უთხარი, რომ გიყვარს“. მინაწერში კი წერს, რომ ასეთი თამამი ნაბიჯისთვის ადამიანი უშიშარი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ის ქსელში დებს ფოტოებს ციტატებით: “როცა ის ჩემს გვერდით არის, სასწაულები ხდება“, “ძალა იმაშია, რომ მსუბუქი იყო“, “როგორ გამიმართლა, რომ მყავს ის, ვისთან დაშორებაც ასე ძნელია“, “იყავი ნემსი ვიღაცის ცხოვრებაში არა იმისთვის, რომ ტკივილი მიაყენო, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერება შეაკავშირო“, “შენ სიყვარულის სუნი გაქვს“ და ა.შ.
კარინოს ხელმომწერებს მისი რომანტიული აქტიურობა მოსწონთ და მას წარმატებებს უსურვებენ, თუმცა ზოგიერთი ურჩევს სიტუაციას ნუღარ ჩაებღაუჭება და ყოფილი შეყვარებული დაივიწყოს.
ლედი გაგა კრისტიან კარინოს მისი ეჭვიანობის გამო და პოპულარობის დაკარგვის შიშით დაშორდა. მათი ქორწილი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ლედი გაგა ამტკიცებს რომ მისი პირადი ცხოვრების დრამაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის ბრედლი კუპერს, რომელთან ერთად ფილმ “ვარსკვლავის დაბადებაში“ ითამაშა, რის შემდეგაც მათი რომანის შესახებ ჭორები გავრცელდა. უბრალოდ ლედი გაგას შეყვარებულთან დაშორება დროში დაემთხვა იმ მომენტს, როცა ოსკარზე ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა სცენაზე ერთად იმღერეს.