ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოსთან კიბე მიიტანა.ის კიბით შესვლას ცდილობდა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შეუშვეს.
როგორც ხაბეიშვილმა შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ის შენობაში კიბის დახმარებით შესვლას ეცდებოდა.
ტაბიძის ქუჩაზე მისული ლევან ხაბეიშვილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმაა შეაჩერეს და საკრებულოს შენობაზე კიბის განთავსების საშუალება არ მისცეს.
„ეს არ არის საკრებულო, ეს არის ქაჯეთის ციხე. ციხეებში როგორც ვიცით, კიბით გადაადგილდებოდნენ. მით უმეტეს, აქ ცივილურად გადაადგილების საშუალებას დეპუტატებს გვიზღუდავენ. არ მიშვებენ, ნახეთ, რომ გამომაძევეს ძალის გამოყენებით. ჩვენი თანამოქალაქე ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი რომ არის ტყვედ ჩავარდნილი, იმის დაკავებას ლეგიტიმაციას რომ უკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ამბობს, რომ თითქოს პროვოკატორია, ამას ვაპროტესტებდი მშვიდად და წყნარად. ჩემი ფრაქციის ოთახი არის ტაბიძის მხრიდან და ვაპირებ იქედან შესვლას“, – განაცხადა საკრებულოს შენობაში შესვლამდე ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წევრბეი და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ყველა მათგანს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.