ll მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ  ალიანსის წევრი ქვეყნები, ll მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტზე განაცხადა.

“უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას, რომლის წინაშეც ვმდგარვართ. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის, ტრანსფორმაციის მომტანი სამიტი”.- დასძინა სტოლტენბერგმა.  “მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას”, – განაცხადა Nato-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ სწრაფად მოხდება შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

  • “სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთს და ფინეთს წევრებად მოვიწვევთ, რაც უპრეცედენტოდ სწრაფად ხდება”, – უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.