ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ქალი, რომელიც ჩინეთიდან დიდი ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
ეს უკვე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მეცხრე შემთხვევაა.
ჩინეთში, კი ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია.
ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.