ლურის ნავარო: ივანიშვილს ბრიჯიტ ბრინკის უპირატესობის ეშინია


{{ARTICLEIMAGE}}

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვასთან დაკავშირებით ამერიკული მედიის სკანდალურ სტატიას აფასებს.


ნავაროს თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი მმართველობის პოტენციურ პასუხისმგებლობსაც კი თავი დააღწიოს.


“ბრიჯიტ ბრინკი მუშაობდა ამერიკის ორი ელჩის – ჯონ ბასის და რიჩარდ ნორლანდის დროს, ეს უკანასნკელი ჩართული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესში როცა “ნაციონალური მოძრაობიდან” ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” გადაეცა. ცხადია, ივანიშვილი შიშობს, რომ მის მთავრობასთან ურთიერთობებისას, განსაკუთრებით საპრეზიდენტო მარათონზე გამოთქმული კრიტიკის ფონზე, ისტორიისა და კონტექსტის გათვალისწინებით ელჩმა უპირატესობა არ მიიღოს”,განუცხადა ლუის ნავარომ Newsreport.ge-ს.


როგორც ცნობილია, საქართველო ამერიკის მიერ შერჩეულ პროსააკაშვილისეულ ელჩზე კატეგორიულ უარს ამბობს – ამ სათაურით სკანდალურ სტატიას ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელი კარიერული დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი პატარა ქვეყანაში ელჩად არ მიიღეს, რადგან საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბრიჯიტ ბრინკი საკმაოდ კეთილგანწყობილია პროდასავლური ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, წერს Foreign Policy რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველო გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი ბრინკის დამოკიდებულების გამო არ ეთანხმება. FP წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანი უეს მიტჩელი ლობირებდა, თუმცა გამოცემა აქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს და ჟურნალისტს თეთრ სახლში ამისამართებს.”ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ელჩების პოზიციები ძლიერი, კვალიფიციური კადრების კანდიდატურით შეავსოს, მათ შორის საქართველოშიც. შიდა პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”,განუცხადეს FP-ს თეთრ სახლში.

“ბრინკის წარდგენისადმი წინააღმდეგობის გაწევა ხაზს უსვამს, რამდენად შორს წავიდა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, რომელიც პროდასავლურია და ეწინააღმდეგება რუსეთის ჩარევას. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელმაც საქართველოს დასავლური კურსი განაგრძო, თუმცა ამავე დროს, მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს აბალანსებს. ბევრი ამერიკული და ქართული წყარო აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების უკან დგას. მილიონერს, რომელმაც 90-იან წლებში, მოსკოვში დიდი ფული იშოვა, საქართველოში კონკრეტული ოფისი არჩეული არ აქვს, თუმცა ეს არ უშლის ხელს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სათანადო როლი შეასრულოს”,წერს FP.