მაჩალიკაშვილი ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებს სთხოვს, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ

მალხაზ მაჩალიკაშვილი “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს სთხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგი მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ის პარლამენტში არ შეუშვეს.

“ბოდიშს გიხდით, რომ სათითაოდ ქალბატონებითა და ბატონებით ვერ მოგმართეთ და ასე წავიკითხე სია. ძალიან დიდი იმედი მექნება, რომ ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარს დამიჭერთ და შეიქმნება ეს კომისია იმისთვის, რომ საზოგადოებას პასუხი გავცეთ, რაც მე მინდა, რომ მათ გაიგონ. ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხები, რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი”, — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.