იანვრის დასაწყისში 61 წლის პოპვარსკვლავმა, მადონამ დაადასტურა რომანი 25 წლის მოცეკვავესთან, აჰლამაილკ უილიამსთან. ცოტა ხნის წინ წყვილი ოჯახურ ვითარებაში წავიდა დასასვენებლად მომღერლის შვილებთან ერთად მაიამიში. თვითონ მადონას კომენტარი ახალი რომანის შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა მედიას საკუთარი მოსაზრებები მადონას ახალი ბოიფრენდის შესახებ მისმა მეგობარმა, დები მეიზარმა გაუზიარა.ის მადონასთან 1980–იანი წლებიდან მეგობრობს. მადონას მეგობარი ამბობს, რომ აჰლამალიკი შესანიშნავი ადამიანია და ის და მადონა სასიამოვნო წყვილია.
ცოტა ხნის წინ მადონა იძულებული გახდა რამდენიმე კონცერტი გაეუქმებინა მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თუმცა დები ამბობს, რომ მომღერალს ყველაფერი რიგზე აქვს.
“ის ძლიერია, მას აქვს ტრავმები, და ის ცდილობს თავს გაუფრთხილდეს. რეგულარულად ველაპარაკები. მხარს ვუჭერ და მიყვარს ის. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა მან საკუთარ თავს უნდა მოუსმინოს და დაუჯეროს“ – ამბობს მომღერლის მეგობარი.
ჭორების მიხედვით მადონამ და აჰლამალიკმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, როცა უილიამსი მომღერლის ტურნესთვის კასტინგზე მივიდა. რომანი კი დასავლური მედიის ინფორმაციით მათ შორის 2018 წელს დაიწყო. 2019 წლის ნოემბერში მომღერალმა მისი ოჯახი საკუთარ შოუზე დაპატიჟა. მოცეკვავე ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილის მიმართ მომღერალი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი და აჰლამალიკთან ერთად საკუთარ მომავალსაც გეგმავს.