მადონას ტრიუმფალური დაბრუნება. პოპვარსკვლავმა ახალი კლიპი ჩაწერა

მადონა მუსიკალურ რადარებზე ტრიუმფალურად ბრუნდება. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მომღერლის პირველი კლიპი გამოვიდა.
ვიდეოს სახელწოდებაა Medellín – კოლუმბიური ქალაქის სახელი. მასთან ერთად კლიპში კოლუმბიელი მომღერალი მალუმი მონაწილეობს. ეს ტრეკი პირველია იმ ხუთი სიმღერიდან, რომლებიც ალბომ Madame X–ში შევა. ეს ალბომი მომღერლის კარიერაში რიგით 14–ეა. მადონა ამბობს, რომ მისი ახალი მუსიკის შთაგონების წყარო ლისაბონი იყო და მისი ალბომი სწორედ ლისაბონში დაიბადა. “ლისაბონში ჩემი ტომი და არაჩვეულებრივი მუსიკოსების ჯადოსნური სამყარო ვიპოვნე, რომლებმაც ჩემი რწმენა გაამყარეს იმის შესახებ, რომ მუსიკა მთელ მსოფლიოს აკავშირებს და სამყაროს სულია. “ – ამბობს პოპ მომღერალი.მადონას ახალი რგოლი იუთუბზე 24 აპრილს ჩაუშვეს და სამ დღეში მან 11 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.