26 წლის მაილი საირუსის ფანმა ძალა გამოიყენა, რომ ვარსკვლავს შეხებოდა და მისთვის ეკოცნა.
კვირას მაილი ქმართან, ლიამ ჰემსვორთთან ერთად ბარსელონაში Primavera Sound Festival–ში მონაწილეობისთვის ჩავიდა.
კონცერტის შემდეგ, როცა ცოლ–ქმარი სასტუმროდან გამოდიოდა, გამოსასვლელთან მომღერლის ფანები შეიკრიბნენ. ლიამი წინ წავიდა და ეცადა ხალხის მასაში გზა გაეკაფა, ცოლი კი უკან მიყვებოდა, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და გარშემომყოფებს უღიმოდა. მანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი იყო დარჩენილი, რომ ერთ–ერთმა ფანმა მომღერალს თმაში ხელი ჩაავლო, თავისკენ გაქაჩა, კისერზე ხელი მოხვია და აკოცა. მომღერალმა ძლივს დააღწია თავი აღგზნებულ ფანატს და მანქანისკენ გაიქცა, სადაც ქმარი ელოდა.