“მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ის მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის მიერ ბოქლომის დადებას გამოეხმაურა.
„მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს. ის, რომ პროპორციული მოდელი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოვიდა, ეს არის გარანტია იმისა, რომ 2020 წელს ისეთი მმართველი ძალა გვეყოლება, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი, და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა.სამწუხაროდ, რაც უნდა კეთილშობილური აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომლებიც მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი. როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს ძალიან მძიმე გაკოტრებულ რეჟიმში პოლიტიკური ძალაა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.