კანადაში ქალაქ ალბერტაში მოქალაქემ მიწაზე მიყინული კნუტები ცხელი ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როდესაც მან 3 კნუტი დაინახა. ისინი კუდებით მიწაზე იყვნენ მიყინულები. ერთ-ერთის გათავისუფლება დივიშმა მალევე მოახერხა, ორი კნუტის კუდებს ირგვლივ ყინულის გასადნობად კი თბილი ყავა გამოიყენა, რომელიც მანქანაში ჰქონდა.
კნუტების გადარჩენის შემდეგ დივიშმა ისინი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს დაუტოვა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.