მამაკაცმა მიწაზე მიყინული კნუტები თბილი ყავის დახმარებით გადაარჩინა (ვიდეო)

კანადაში ქალაქ ალბერტაში მოქალაქემ მიწაზე მიყინული კნუტები ცხელი ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.   ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როდესაც მან  3 კნუტი დაინახა. ისინი კუდებით მიწაზე იყვნენ მიყინულები. ერთ-ერთის გათავისუფლება დივიშმა მალევე მოახერხა, ორი კნუტის კუდებს ირგვლივ ყინულის გასადნობად კი თბილი ყავა გამოიყენა, რომელიც მანქანაში ჰქონდა. 

კნუტების გადარჩენის შემდეგ დივიშმა ისინი  ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს დაუტოვა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.