ახალციხეში, რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დილით მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ის მამაკაცია, რომელსაც სამართალდამცავები ცოლზე ძალადობის გამო ეძებდნენ. მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.