მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ-ადვოკატი

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.რამიშვილის თქმით, მსჯავრდებული ადვოკატებთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

“ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება”- აცხადებს  მიხეილ რამიშვილი.