მანჩესტერში მომხდარ თავდასხმაში პოლიცია ტერაქტის ნიშნებს ხედავს

{{ARTICLEIMAGE}}
დიდი ბრიტანეთის პოლიციაქალაქ მანჩესტერში, რკინიგზის სადგურ “ვიქტორიაში” მომხდარ თავდასხმას ტერაქტად განიხილავს.

31 დეკემბერს საღამოს, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაჭრა.

დაკავებულია 25 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც მანჩესტერის მცხოვრებია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. განიხილება ეჭვმიტანილის ფსიქიკური აშლილობის ვერსიაც.