მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი. პრეზიდენტებს მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.