მარიამ ჯაშმა “ქართული ოცნება” დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად ჯაშმა გააკეთა.

ჯაშის თქმით უმრავლესობის დატოვებასთან ერთად მან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა: სოფიო ქაცარავამ, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ.