ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს.
„გაქნილმა აფერისტმა და გამოცდილმა ინტრიგანმა, დახელოვნებულმა ჩივილებსა თუ სხვადასხვა მახინაციებში, ბაია პატარაიას გუნდს თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ამოფარებულმა „მსხვერპლმა – თამთა თოდაძემ, აგრეთვე, მისმა გამოცდილმა, ერთ დროს თაღლითობაში გასამართლებულმა დედამ ცალ – ცალკე საჩივარი შეიტანეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩემს წინააღმდეგ. თამთა ჩივის, როგორც ადრე დავწერე, ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე მისი წარსული გმირული საქციელები რატომ გავაჟღერე. დედა ჩივის, ნასამართლევი რომ ვარ და ახლა გაქარწყლებული მაქვს დიდი დრო გავიდა, ეს საიდან ვიცოდი და რა უფლებით გავაჟღერე. ბოდიში, მთელი ინტერნეტი აჭრელებული იყო მასალით, აი აქედან შევიტყვე და გავაჟღერე!
მას შემდგომ, ამ საჩივრების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური ითხოვდა ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ თუ ჯარიმას შევუშინდებით როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი ჩემს სამომავლო სტრატეგიას? გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი?
ჯერ ერთი სხვა სისხლის საქმეში, სადაც ამ გოგონამ, მეორედ ნახა მამაკაცი, გაჰყვა ნაქირავებ ბინაში, უგონოდ დათვრა, იეჭვიანა, რის გამოც მასზე თავდასხმა სცადა და შემდგომ მას ბრალდება შემოუტრიალა საწინააღმდეგოდ – მე არ დამიწყია საუბარი და ნიკა გვარამიამ ისაუბრა საკუთარ გადაცემაში. ნიკას კითხვაზე – რატომ უჩივლა ადამიანს თუ მეორე დღეს ამავე საჩივარზე უარი თქვა, თამთამ ურცხვად იცრუა და განაცხადა – მე არ მიჩივლია, ქუჩაში პატრულის წინ დამარტყა ხელი და პატრულმა დაინახა, ამიტომ დაიწყო გამოძიებაო. არადა ეს ყველაფერი ბინაში მოხდა! ვიდეო ჩანაწერიც მაქვს და ფოტოებიც სხვათაშორის ! პატარა მატყუარამ ვერ გაბედა ნიკას წინააღმდეგ საჩივარი, ვინაიდან იციან ნიკა გასცემს საკადრის პასუხს. (ბაია პატარაიამ რომ ცუდ დღეში ჩააგდო ნიკა ამ გადაცემის მერე ეს ყველამ ვიცით და ამით ძალიან იწონებს თავს ნიკა შევაშინეო და მეტი არ იყოს ჩემი მტერი ნიკა შეშინდება ამ გაუგებარი წარმოშობის გუნდით), თუმცა იმასაც ხვდება გამოცდილი მახინატორი, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი და თან თანხმობები მაქვს, მოვა დრო და სათითაოდ გამოვფენ და სურს წინასწარ ინსპექტორის სამსახურის მეშვეობით შეიტყოს, ბოდიში და ამ საკენკს ვერ მივირთმევ ჰო, კიდევ პარადოქსი პროკურატურამ, დაზარალებულის ადვოკატის თანხლებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს, ორი საათი შუამდგომლობის გაჟღერებით თუ სამართლის ყველა ნორმის განმარტებით, რათა თამთა თოდაძის და მისი დედის ტელევიზიების საშუალებით გაჟღერებული ინფორმაციები საქმიდან ამოეღოთ, დიახ, სწორედ ის გადაცემები, სადაც ეს გოგონა ხსნიდა, თუ როგორ იძალადეს მასზე, სწორედ ამ ინფორმაციის დართვა არ აწყობთ საქმეზე ვფიქრობ უკვე ყველაფერი ნათქვამია. ახლაც არ დამიჯერებთ, რომ ვამბობდი ბევრ ტყუილს საუბრობენ ტელევიზიით, მანიპულირებენ და არ შეესაბამება გამოძიებაში არსებულ მასალებს და ჩვენებას თქო? მათ საზოგადოება მოატყუეს, სასამართლოს ხომ ვეღარ მოატყუებენ? სასამართლოს წინ მსურდა გამეხსნა ეს ჩანაწერები და მეკითხა – თამთა, გენაცვალე, აბა როგორ გცემა მამაკაცმა და აბა როგორ იძალადა სექსუალურად? აბა გადაცემაში ასე რატომ ამბობდი? ცრუობდი? ხალხს ატყუებდი? და რატომ? სასწაული ამბავია, სასწაულიიი
მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც ინსპექტორის სამსახურმა ადვოკატებზე დაიწყო ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, რისთვისაც ზაზა ხატიაშვილის მეთაურობით, ვიბრძოლეთ წლები! ახლა ინსპექტორს უნდა ვკითხო რა ვთქვა და როგორ ვთქვა კლიენტს რომ
ვიცავ? მე არ დავიღლები სიმართლისთვის ბრძოლით, უშრეტი ენერგია მაქვს და ვერასდროს შემაშინებთ, ეს დაიმახსოვრეთ კარგად თუ სასამართლო დამაკისრებს ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ სიმართლეს ვილაპარაკებ ახლა უფრო თამამად, უფრო მეტი შემართებით!!!!“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.