“მარიანას გარეთ გასვლა იყო ნიშანი, რომ დამრტყმელ ძალას დაველეწე”-რას ყვება პირი, რომელიც ჩოლოიანმა 2011 წელს დაკითხა (ვიდეო)

“როდესაც მარიანა ვერ იღებდა სათანადო პასუხებს ჩემგან გავიდოდა გარეთ და შემოდიოდნენ დამხმარე ძალები, დამლეწავდნენ და გავიდოდნენ”- ამის შესახებ ყინწვისის სპეცოპერაციაში ფიგურანტი პირი ნიკა გოგუაძე აცხადებს და იმ გამოკითხვის შესახებ ყვება, რომელიც  ჩოლიანმა 2011 წელს განახორციელა

ე.წ “ყივწვისის საქმის” პოლიტპატიმარი ნიკა გოგუაძე სტრასბურგის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თუმცა, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციები მოქმედმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და გამომძიებელი საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

“როდესაც მარიანა ვერ იღებდა სათანადო პასუხებს ჩემგან გავიდოდა გარეთ და შემოდიოდნენ დამხმარე ძალები, დამლეწავდნენ და გავიდოდნენ. მათ სჭირდებოდათ ჩემი აღიარება 48 საათში, ყოველი მისი გასვლის შემდეგ იყო ნიშანი, რომ მე უნდა დაველეწეთ და მიეღოთ ჩემგან აღიარებითი ჩვენება.

ჩოლოიანი ჩემგან სასურველ პასუხს რომ ვერ მიიღებდა, თავს უკმაყოფილოდ გადააქნევდა, ირონიულად გაიღიმებდა, გადიოდა და  ამ დროს ოთახში შემოლაგდებოდნენ ჯანიანი პოლიციელები. დამიშვებდნენ თავზე წიხლებს, სკამებს ბოთლებს, ისევ დამლეწავდნენ გონების დაკარგვამდე. მერე შემოვიდოდა ჩოლოიანი. იატაკიდან ისევ სკამზე ამწევდნენ და „აბა გავაგრძელოთო“ – ისევ აგრძელებდა დაკითხვას”-ყვება გოგუაძე.