ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ცოლს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. “ძილის“ მოწყობილობა მან თავად შექმნა და ის ბევრ ქალს გამოადგება. მარკმა საკუთარი გამოგონების ,შესახებ ინსტაგრამზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ე.წ. ძილის ყუთი ბევრი ქალის ცხოვრებას შეცვლის. “ძილის ყუთი“ დაახლოებით დილის 6–7 საათისთვის ნათებას იწყებს და ამით დედას საშუალებას აძლევს გაიგოს, უკვე საწოლიდან ადგომის და ბავშვების მიხედვის დროა თუ შეუძლია ძილი განაგრძოს.
ცუკერბერგი ყვება, რომ მისი ცოლი პრისცილა ღამით ხშირად იღვიძებდა და მუდმივად ტელეფონზე დროს ამოწმებდა, რათა გაეგო მალე გაიღივიძებდნენ თუ არა ბავშვები. ამის შემდეგ კი ძილი უტყდებოდა და დიდხანს ვეღარ ახერხებდა დაძინებას. ამიტომაც მარკმა გადაწყვიტა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც მის ცოლს ცხოვრებას შეუმსუბუქებდა.
“ძილის ყუთი“ დროს არ აჩვენებს. ის უბრალოდ საჭირო დროს ანათებს. თუ პრისცილას ღამით ეღვიძება, აღარ უწევს შფოთვა და საათის შემოწმება იმის გასაგებად, მოვიდა თუ არა უკვე ადგომის დრო. მარკი სიამაყით ყვება, რომ გამოგონებამ იმაზე უკეთ იმუშავა, ვიდრე ელოდა და ახლა მის ცოლს შეუძლია ღამე მშვიდად ეძინოს.
მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლისას გაიცნეს. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. სამი წლის შემდეგ ქალიშვილი მაქსიმა შეეძინათ, 2017 წლის ზაფხულში კი მეორე გოგონა – ავგუსტა.