მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, თერთმეტი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.