მარტვილში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

მარტვილში ქალს, რომელიც გზაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა. 60 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.