“მასში 3 ადამიანი ცხოვრობს”- წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ და მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აქვს.
“მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია…შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან – ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ზვიადია, ედუარდი და მიშა.
ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს – ძალაუფლება.
თვითონ ბიძინა აღარ არსებობს. ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. ყველა ეს ქმედება სუროგატული, ფსევდო-შედეგის მომტანია. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის ნამოქმედარს ანგრევენ.
მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა”-წერს ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქზე.