ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
„მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ. დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა.
მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი.
არსებული ინფორმაციით, პედაგოგი აცხადებს, რომ მას მოსწავლეზე არ უზალადია და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.