Mcdonalds-ი და KFC-ი რუსეთში რესტორნებს დროებით ხურავენ

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, სწრაფი კვების ობიექტები, Mcdonalds-ი და KFC-ი რუსეთში რესტორნებს დროებით ხურავენ.

როგორც KFC-ის განცხადებაშია ნათქვამი, მათ შეაჩერეს ყველა ინვესტიცია და რესტორნების განვითარება რუსეთში. მათივე თქმით, რუსეთში მიღებულ მოგებას ისინი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.

Mcdonalds-ის დირექტორის კრის კემპკინსკის თქმითრომ ისინი რუსეთში 850 რესტორანს დროებით დახურავენ ხოლო 62 000 თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებენ.

KFC და Mcdonalds-ი უკრაინას საკვებით დაეხმარებიან.