ინდოეთში მყოფი ქართველი გოგონას ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია ანიტას ოჯახის ახლობელმა გაავრცელა. ოჯახი საზოგადოებას თხოვს, ილოცონ ანიტასთვის.
“ანიტელებო უკვე მერამდენედ, მაგრამ თქვენდამი უდიდესი რწმენით სავსე კიდევ ერთხელ გთხოვთ ილოცოთ ანიტასთვის.
ჩვენი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა.
მარიკო და გიორგი არ უშინდებიან ამ განსაცდელს ისევე როგორც ჩვენ, რადგან თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს.
ეს არის ის სასწაული რამაც აქამდე მოგვიყვანა და ამდენი განსაცდელისგან გვიხსნა.
ეს არის ის რაც მიგვიყვანს ანიტას გამოჯანმრთელებამდე”-წერს ნათია გოდერძიშვილი.