ალბანეთში, დედაქალაქ ტირანას საერთაშორისო აეროპორტში, შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ და ასაფრენი ბილიკიდან ფულით სავსე ჩანთები გაიტაცეს. მილიონობით ევრო თვითმფრინავში უნდა ჩატვირთულიყო და ავსტრიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავით ვენაშუ უნდა გაეგზავნათ, თუმცა მძარცველებლები სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას “Euronews”-ი ავრცელებს. ალბანეთის ცენტრალური ბანკი დიდი ოდენობით ნაღდ ფულს არ ინახავს და თანხას მუდმივად გზავნის საზღვარგარეთ აეროპორტის გავლით.მოპარული თანხის რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია მილიონობით ევროზე. ერთ-ერთი სამართალდამცავის ცნობით ორმხრივი სროლისას შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.შეიარაღებულმა პირებმა აეროპორტში თავი როგორც საგადასახადო ოფიცრებმა ისე წარადგინეს ხოლო ასაფრენ ბილიკზე ფურგონით შეაღწიეს, სადაც ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. თვითმფრინავში ფული სწორედ ამ დროს იტვირთებოდა. ინციდენტის დროს მგზავრები არ დაშავებულან ხოლო რეისი 3- საათით დაგვიანებით შესრულდა.