საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,იმ კლინიკაში მივიდა, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მძიმედ დაჭრილი შვილი, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის. ზურაბიშვილის თქმით, კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თხოვნით მივიდა.
„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ცოტნე ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.