რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ მადონა სცენაზე დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ მისი ახალი რგოლი გამოვიდა. ახლო მომავალში კი ის ევროვიზიაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით გამოსვლისთვის ემზადება და პრიალა ჟურნალებისთვისაც პოზირებს. ის ჟურნალ Vogue-ს ივნისის ნომრის სტუმარია და მისი გარეკანისთვის ცნობილი ფოტოგრაფების – მერტ ალასის და მარკუს პიგოტის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე ის წყლით სავსე აბაზანაში პოზირებს.
ფოტოსესიის შთაგონების წყარო გასული საუკუნის ფემინისტი ქალები გახდნენ, რომელთა რიგებს თავად მადონაც მიეკუთვნება. ჟურნალთან ინტერვიუში მიმღერალმა აღიარა, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ცხოვრობდა და მილიონობით თვალის სამიზნე იყო.
“ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს განსჯას ამა თუ იმ მიზეზით. ამბობდნენ, რომ არასაკმარისად ლამაზი ვიყავი, რომ არც ისე კარგად ვმღეროდი, რომ არ მაქვს ნიჭი, რომ არც ისე კარგად ვარ გათხოვილი. ახლა კი ამბობენ, რომ არასაკმარისად ახალგაზრდა ვარ“ –ამბობს მომღერალი.
მადონას თქმით, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. “ახლა ეიჯიზმს ვებრძვი. მე კი იმის გამო მსჯიან, რომ 60 წლის გავხდი“– ამბობს მომღერალი.