საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკები გამოიკვეთა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირობას აძლევ საზოგადოებას, რომ შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსმა, მოქალაქემ, რომ მთავარი ამომავალი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება.
ეს დღეები მე ცოტა ემოციური ვიყავი და ამასაც არ დავმალავ. გუშინ, რასაც თქვენ გეუბნებით, ანალოგიური ვთქვი უმრავლესობის სხდომაზე, დავსვი კითხვები რისკები დავასახელე და სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხი იმაზე, რომ ეს რისკები არ იარსებებდა, ჯერჯერობით დღეს მაქვს საშუალება კიდევ რომ მივიღო ამაზე პასუხი და დავფიქრდე კიდევ კარგად კენჭისყრამდე “, – აღნიშნა ყაველაშვილმა.