ახალი კორონავირუსის გამოჩენის დღიდან არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ის მაღალ ტემპერატურაზე ის გავრცელების უნარს კარგავს. ამ თეორიას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. ჩინელმა მეცნიერებმა სუნ იატსენის უნივერსიტეტიდან კორონავირუსის პიკური გავრცელების კვლევები სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ პათოგენის გადაცემისთვის ოპტიმალური პირობები დაბალ – 5–დან 8.72 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზეა, როცა ჰაერის ტენიანობა 35–დან 50%–მდეა. სანამ ასეთ დასკვნამდე მივიდოდნენ, მეცნიერებმა 20 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში დაავადების პიკები გააანალიზეს. ამ დროს ჩინეთში და კიდევ 26 ქვეყანაში ჯამში 24139 დადასტურებული შემთხვევა იყო რეგისტრირებული. პაციენტების 68 % ჰუბეის პროვინციიდან იყო. მეცნიერებმა გაითვალისწინეს საინკუბაციო პერიოდი, ასევე საკარანტინო ზომები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში თანდათანობით შემოიღეს.
მეცნიერების ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობდა, რომ განსხვავებულ ტემპერატურას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კონდენსატის გადაცემაზე, რომელიც კორონავირუსს შეიცავს. ასევე მკვლევარებმა გაითვალისწინეს, რომ მსგავსი კორელაციები აღმოჩენილ იქნა წინა კორონავირუსების – MERS –ის და SARS–ის გავრცელებისას.
კერძოდ, 2011 წელს SARS–თან დაკავშირებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ეს პათოგენი შესაძლოა გლუვ ზედაპირზე ხუთი დღის მანძილზე შენარჩუნდეს გარემოში , თუ ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება, ტენიანობა კი 40–50%. როგორც კი ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებდა, ტენიანობა კი 95 %–მდე იზრდებოდა, შტამი აქტივობას კარგავდა.
ამ შემთხვევაში ჩატარდა სტატისტიკური კვლევები, რომლებმაც ასევე აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსიც გარემოს მიმართ მგრძნობიარეა და შერჩევითი. როგორც კი ტემპერატურა 8.72 გრადუსს აღწევდა, მისი აქტივობა მაშინვე იკლებდა. 30 გრადუსზე კი ინფექციური სიჩქარე ნულს უტოლდებოდა.
გენომური კვლევის სპეციალისტები ამბობენ, რომ მართლაც, ასეთი განსხვავებები სხვადასხვა ვირუსებს შორის არსებობს, და ეს გარსის მდგრადობასთან არის დაკავშირებული, რომელიც მათი გენებით არის განსაზღვრული. ზოგიერთი ვირუსი ძალიან მდგრადია სიმშრალის მიმართ და შეიძლება მრავალი თვის მანძილზე გადარჩეს, ბე ჰეპატიტი კი მაგალითად ხანმოკლე დუღილსაც კი უძლებს, რადგან ძალიან მყარი გარსი აქვს. ნაკლებად მდგრადი პათოგენებს ლიპოპროტეიდული გარსით მიეკუთვნებიან SARS-CoV-2 და ყველა სხვა აქამდე ცნობილი კორონავირუსები. მათ შორის ბევრი საერთოა და შედარებითმა გენეტიკურმა ანალიზმა მათ შესწავლაში და მათთან ბრძოლაში დიდი როლი უნდა ითამაშოს.
თანდათანობითი დათბობის პირობებში ჩინელი მეცნიერების კვლევის თანახმად შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ “ჩინური პათოგენის“ გავრცელების აქტივობა დაეცემა, რაც უკვე შეიმჩნევა ჩინეთში. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ეპიდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ეს დასტურდება სხვა კორორნავირუსების შესახებ მონაცემებით, რადგან კარგად არის ცნობილი, რომ ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში ისინი მხოლოდ დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდში ვრცელდებიან. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ასეთი კანონზომიერება ახალი შტამის შემთხვევაშიც იმოქმედებს, თუმცა გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 8 გრადუსს გადაცდება, ეს რა თქმა უნდა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ვირუსი ნაკლებად ინტენსიურად გავრცელდება. პათოგენის ქცევაში მკვეთრი ცვლილებები მხოლოდ 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების თქმით, უფრო ზუსტი ციფრების მოყვანა ჯერჯერობით რთულია, რადგან ეს არის რთული მაჩვენებელი და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ექსპერტთა ნაწილი კვლავ არ ემხრობა თეორიას, რომ ატმოსფერული ტემპერატურა კორელაციაშია პათოგენის გამრავლების უნართან. ისინი თვლიან, რომ დაინფიცირება შემთხვევების 99%–ში შენობებში, ადამიანების დიდი თავშეყრის დროს ხდება და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურაა ამ დროს გარეთ.
ვირუსი მშვიდად ცოცხლობს ჩვენს ორგანიზმში 36.6 გრადუსისა და დიდი ტენიანობის პირობებში. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ტენიანობა, მით მაღალია ინფექციების დონე. კარგად ვენტილირებულ შენობებში, როგორც ცნობილია ნაკლებია შესაძლო ინფექციის დონე. ქუჩაში კი ჰაერის უზარმაზარი მასაა და იქ დასნებოვნება უფრო რთულია.