თავის კანის ელექტროსტიმულაციას შეუძლია გამელოტებულ მამაკაცებში თმის აღდგენა გამოიწვიოს, თანაც ამ სისტემის ჩამონტაჟება ჩვეულებრივ სპორტულ ქუდში შეიძლება.ყოველ შემთხვევაში, ვისკონსინის უნივერსიტეტში უბეწვო ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთმა სტიმულაციამ საცდელი ვირთხების ბეწვის საფარის აღდგენა გამოიწვია.
გამელოტებასთან ბრძოლის ამჟამად არსებული მეთოდები ან არაეფექტურია, ან ძალიან ძვირია. თმის ბოლქვების ელექტროსტიმულაცია უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ რთულ პროცედურებს მოითხოვს სტაციონარული ტექნიკის გამოყენებით.
ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კი შეძლო თავის კანზე დასაკრობი პორტატიული პლასტირის შექმნა, რომელიც თავად პაციენტის სხეულის მოძრაობის ხარჯზე ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს. პლასტირი სულ 1 მილიმეტრის სისქის ნაჭერია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომლებიც ტრიბოელექტრონული ეფექტის ხარჯზე, რომელიც ხახუნის შედეგად წარმოიქმნება, სუსტ ელექტრონულ ძაბვას წარმოქმნის.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი ძაბვა თმის ზრდის ბუნებრივი ფაქტორის – კერატონიციტის გამომუშავებას ასტიმულირებს.
კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა პლასტირი საკუთარ მამაზე გამოსცადა, რომელიც ბოლო წლებში გამელოტდა და ამტკიცებს, რომ ერთი თვის შემდეგ მას ახალი თმა გაეზარდა.