სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპა ასევე განაცხადა, რომ ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი ტვიტები მუშაობას ურთულებს აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დონალდ ტრამპის „მავნე ტვიტერული ჩვევა“ მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უწყვეტი კრიტიკა მას ყურადღებას უფანტავს და სამუშაო პროცესს შეუძლებელს ხდის.