მეგან მარკლის გათხოვებიდან ერთი წლის თავზე მისი ნახევარძმა ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით დამ ცხოვრება დაუნგრია. ტომას მარკლ უმცროსი თვლის, რომ მეგანისა და პრინცი ჰარის ქორწინება მისი ყველა წარუმატებლობის მიზეზი გახდა.
ტომასის თქმით ყოფილი მსახიობის მოულოდენლმა სახელმა და დიდებამ მთელი მისი ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია. მათ უკვე “მიკროსკოპით აკვირდებიან“, მათ ყოველ ქმედებას თვალყურს ადევნებენ. “ამის მიღება ძნელია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ეს არასოდეს მითხოვია.“– განუცხადა მარკლმა გამოცემა Sun Online–ს.
რამდენიმე თვის წინ მან სამსახური შეიცვალა. ის მეშუშე იყო და სამსახურიდან სუსტი ჯანმრთელობის გამო წამოვიდა. ახალი სამსახური ვერა და ვერ იშოვნა. დამქირავებლებმა არ მოინდომეს სკანდალურად სახელგანთქმულ ადამიანთან ურთიერთობა.
მალე ტომას მარკლს, მის საცოლე დარლინს და მათ შვილს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ: უსახლკაროდ დარჩნენ. მეპატრონემ კოტეჯიდან იძულებით გამოასახლა, სხვა ვარიანტი კი ვერა და ვერ იშოვნეს. ისევ და ისევ სკანდალური ცნობადობის გამო. უკვე ორი თვეა სამკაციანი ოჯახი ორეგონში სასტუმროს ნომერს ქირაობს და იქ ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
“ეს ჩემი ცხოვრების ფსკერია“– ამბობს ტომასი და დასძენს, რომ ახლა, როცა მასზე ამდენი ტყუილ–მართალი ვრცელდება, მის ოჯახთან ურთიერთობა აღარავის უნდა.
ტომას მარკლი სიბრალულს ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ის თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი. მან და მისმა დამ, სამანტამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიეპყროთ. ისინი სკანდალებს აწყობდნენ, სხვადასხვა თოქ–შოუებს სტუმრობდნენ და დაუფარავად შოულობდნენ ფულს მეგანთან ნათესაობით.
ტომასმა დედოფალსაც კი მისწერა წერილი. ის თვლის, რომ მის ოჯახს ისეთივე პატივისცემით უნდა მოექცნენ, როგორც პრინცი უილიამის ცოლის, ქეითის ოჯახს– მიდლტონებს.