ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლე ფეხმძიმობის მანძილზე 75 –ჯერ გამოჩნდა საჯაროდ ბრენდულ ძვირადღირებულ სამოსში. მისი გარდერობი შვიდჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე მეორე პრინცესას, პრინც უილიამის ცოლის, ქეით მიდლტონის საორსულო ტანსაცმელი.
მეგანს სამოსზე ფულის დაზოგვა არ უყვარს. წამოზრდილი მუცლის მიუხედავად არ დაუკარგავს სურვილი მდიდრულად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ფეხმძიმე პრინცესას გარდერობის ღირებულებამ 650 000 დოლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელდებიან მარკლი 75 ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე ახალი სამოსით. მისი ელიტარული ლუქების უმრავლესობა რიგითი ბრიტანელებისთვის ხელმიუწვდომელია. მაგალითად, გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოებაზე ოქტომბერში მარკლი ოსკარ დე ლა რენტას 13 200 დოლარიანი კაბით მივიდა.
მაროკოში ბრიტანეთის ელჩის მიღებაზე პრინცი ჰარის მეუღლე დიორის 118 000 დოლარიანი კაბით გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიკერა. მარტო ამ დღეს მისი სამოსი ფეხსაცმელთან და სამკაულებთან ერთად 90 000 ფუნტ სტერლინგად შეფასდა. მეფე მუჰამედ მეექვსესთან მიღებაზე მეგანს კაროლინა ჰერერას 3222 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კაბა ეცვა.
The Royal Variety Performance –ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტზე ნოემბერში მეგან მარკლი Safiyaa–ს 7 ათას დოლარად ღირებულ სამოსში მივიდა.
პრინცესამ მხოლოდ რამდენჯერმე “დაიმდაბლა“ თავი და იაფფასიანი სამოსით გამოჩნდა. ერთხელ H&M–ის 35 დოლარიანი კაბაც ეცვა, და სხვათა შორის ამ ბრენდის ქსელში მეორე დღესვე მსგავსი კაბის მოდელი ბოლომდე გაიყიდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მეგანის ჩაცმულობაზე ფული ბიუჯეტიდან არ იხარჯება. რძლების კაბების ფულს პრინცი ჩარლზი იხდის, რომელსაც კორნუოლის საჰერცოგოს მიწებიდან ცალკე შემოსავალი აქვს.
ბევრი ეჭვობდა, რომ ბრენდები პრინცესას სამოსს უფასოდ აძლევენ. და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, რადგან, მაგალითად, მას შემდეგ, რაც მეგანი ავსტრალიელი დიზაინერის, კარენ ჯის კაბაში გამოჩნდა, მისი გაყიდვები ექვსი ათასი პროცენტით გაიზარდა.კიდევ ერთმა ბრენდმა, Outland Denim–მა კი გაყიდვები 2 000 პროცენტით გაზარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული ოჯახის წევრი მისი სამოსით საჯაროდ გამოჩნდა. თუმცა კენსინგტონის სასახლეში ამტკიცებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ეტიკეტით ასეთი საჩუქრების მიღება ეკრძალებათ.
მოკლედ, მეგან მარკლი შეეცადა მისი ფეხმძიმობა მოდური და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მეგანი ბავშვს აპრილში გააჩენს. მანამდე კი საჯარო აქტიურობა შეწყვი და მხოლოდ რამდენიმე არაოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.