მეგან მარკლმა ბრიტანელების რისხვა დაიმსახურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძალს კრიტიკის ახალი ტალღა დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა მისი გულისამაჩუყებელი განცხადებები. სამეფო კარის ექსპერტები იმ მიზეზებს ასახელებენ, რატომ ვერ მოიპოვა მეგანმა საზოგადოების თანაგრძნობა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე ხშირად განხილვადი წყვილი დოკუმენტურ ფილმში “ჰარი და მეგანი: აფრიკული მოგზაურობა“ მნაწილეობდნენ. ფილმი პრინცი ჰარის ახლო მეგობარმა ტომ ბრედბიმ გადაიღო. მაგანმა ფილმში ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აფრთხილებდნენ, რომ პრინც ჰარიზე გათხოვების შემდეგ ბრიტანული ტაბლოიდები მუდმივად იქნებოდნენ ჩასაფრებული. თუმცა ყოფილი ამერიკელი მსახიობის თქმით ის არ ელოდა, რომ კრიტიკა ასეთი მტკივნეული და დაუმსახურებელი იქნებოდა.

სამეფო ექსპერტი ფილ დამპირი ამბობს, რომ სასექსის ჰერცოგის მეუღლის ცრემლიანი განცხადებები მისთვის გასაოცარი იყო: “ გულწრფელად გაოგნებული ვარ, რომ მეგანს უკვირს ტაბლოიდების ყურადღება. ის ამტკიცებს, რომ აშშ–ში ასეთი პრესინგი არ არის. მეგანი ბევრი წელი მსახიობი იყო და საკუთარი თავის შესახებ დადებითი პუბლიკაცებიც უნახავს და უარყოფითიც. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი გულუბრყვილოა. თანაც ჰარი, რომელიც ასე სასოწარკვეთილი ცდილობს მის დაცვას, ალბათ თავიდანვე აფრთხილებდა რაში ყოფდა თავს.“– ამბობს დამპირი.

მისი განცხადებით ბრიტანელი ჟურნალისტების უმრავლესობა, რეპორტირებით დაწყებული რედაქტორებით დამთავრებული თავიდან მეგანის მიმართ პოზიტიკურად იყო განწყობილი და მას ისე უყურებდნენ, როგორც სუფთა ჰაერს.

“მეგანმა და ჰარიმ თვითონ დაიტეხეს პრესის რისხვა თავს. ხალხს ლექციებს უკითხავდნენ კლიმატის ცვლილებაზე და ამავე დროს კერძო თვითმფრინავით დაფრინადნენ. ხალხს, რომლის ჯიბიდანაც მათი სახლის რემონტი დაფინანსდა უცხადებდნენ, რომ არ ანახებენ არჩის ნათლობის ფოტოს და არ ეტყვიან მისი ნათლიების სახელს, მათი ძაღლის სახელსაც კი! ბრიანელებს არ უყვართ ფარისევლობა “ – ამბობს ექსპერტი და იხსენებს, რომ ჰარიმ ინტერვიუში აღიარა მის ძმასთან, პრინც უილიამთან უთანხმოება. ექსპერტის თქმით ეს ადასტურებს, რომ ტაბლოიდები, რომლებიც ამ უთანხმოების შესახებ დიდი ხნის წინ წერდნენ არაფერს იგონებდნენ .

კიდევ ერთი ექსპერტი, პენი ჯუნორი ამბობს, რომ ჰარის და მეგანის გულწრფელობის არ ჯერა. “ეს უკვე დაუსრულებელ წუწუნს გავს. ეს ის ჰარი არ არის, რომელსაც ვიცნობდით და რომელიც გვყივარდა. დიახ, ჰარიმ ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა სხვა ადამიანებმაც ბევრი გადაიტანეს, თანაც ამავე დროს მათ არანაირი პრივილეგიები არ გააჩნიათ ჰარისგან განსხვავებით“ – ამბობს პენი. ჯუნორი სამეფო ოჯახის წევრებს მოუწოდებს თავი ხელში აიყვანონ. “მათ შეუძლიათ ბევრი კარგი რამ გააკეთონ და ადამიანების ცხოვრება შეცვალონ. მაგრამ უნდა მორჩნენ საკუთარი თავის შეცოდებას და წუწუნს. საკუთარ სიტუაციის დადებით მხარეებსაც უნდა შეხედონ.“– ამბობს ექსპერტი და მოუწოდებს ჰარის და მეგანს სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგან აიღონ მაგალითი. ექსპერტის თქმით პრინცი ჩარლზი ხშირად ხდებოდა პრესის კრიტიკის ობიექტი და ყოველ ჯერზე რომ პრესასთან ომი წამოეწყო, სხვა არაფრისთვის დრო აღარ დარჩებოდა.

“დედოფალი საკუთარ გრძნობებს და ემოციებს ყოველთვის თავისთვის ინახვდა მთელი მისი მმართველობის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ არის მომენტები, როდესაც ცხოვრება უმძიმს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. მას ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და ბრიტანული საზოგადოება ამას აფასებს“– ამბობს ექსპერტი.

ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მეგანი ხშირად თვითონარის სკანდალის წყარო. არადა  ჯობს თავი ღირსეულად დაიჭიროს და საკუთარი პრობლემები საჯაროდ არ გამოიტანოს.