ბრიტანეთის სამეფო კართან დაახლოებული ჟურნალისტი და მწერალი კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ მაგან მარკლი შეუფერებელი ტონით ესაუბრება მომსახურე პერსონალს. სანამ ბრიტანელები მოუთმენლად ელიან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის დაბადებას, რაც ძალიან გაჭიანურდა, სამეფო ოჯახის შიდა ამბები სააშკარაოზე გამოდის. ბავშვი თითქოს აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაბადებულიყო. თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ ახალი ამბები არ ისმის. პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მან 8 მაისისთვის დაგეგმილი ამსტერდამში ვიზიტი გადადო, რადგან შიშობს, რომ ვიზიტის გამო შესაძლოა ცოლის მშობიარობა გამოტოვოს.
ჟ
გუშინ კი ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა გახმაურებული დეტალები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ მეგანი და ჰარი დაქორწინდებოდნენ. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და “სამეფო კორესპონდენტი“ კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორემ იმ დროისთვის ჯერ კიდევ მომავალი რძალი საჯაროდ გაკიცხა უინძორის სასახლის მომსახურე პერსონალთან არასწორი ტონით საუბრის გამო.
გუშინ კი ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა გახმაურებული დეტალები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ მეგანი და ჰარი დაქორწინდებოდნენ. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და “სამეფო კორესპონდენტი“ კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორემ იმ დროისთვის ჯერ კიდევ მომავალი რძალი საჯაროდ გაკიცხა უინძორის სასახლის მომსახურე პერსონალთან არასწორი ტონით საუბრის გამო.
როგორც ირკვევა, ინციდენტი ქორწილის წინ მოხდა. მეგანი სასახელში მივიდა, სადაც ჰარის და მეგანის ჯვრის წერის შემდეგ სტუმრებისთვის მიღების გამართვა იგეგმებოდა. მან საზეიმო სუფრის კერძების დეგუსტაცია დაიწყო. ამერიკელი პოვარის დაჟინებული მოთხოვნით კერძებს შორის იყო მაკრობიოტიკული სამზარეულოს კერძები, რაც ჰოლივუდში პოპულარულია. დაოიზმის სწავლების მიხედვით ნებისმიერ საკვებში ორი ტიპის ენერგია არსებობს – ინი და იანი. თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტშია ეს ორი საწყისი დაბალანსებული. მაკრობიოტიკა ამტკიცებს, რომ ჯანმთრელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაბალანსებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, რომლებიც საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იზრდება.
რამდენიმე კერძის გასინჯვის შემდეგ მეგანი განაწყენდა და სკანდალი მოაწყო. პრინცი ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ “კვერცხის გემოს გრძნობს“ იქ, სადაც ის არ უნდა იყოს.
მზარეულებმა აუხსნეს, რომ ინგრედიენტებს შორის კვერცხი არ ყოფილა. თუმცა მეგანმა დაიჟინა, რომ კერძები კვერცხს შეიცავდა და ის ნამდვილად გრძნობდა კვერცხს გემოს და სუნს. ის ამას ხმამაღლა და ემოციურად ამტკიცებდა, როცა შენობაში მოულოდნელად დედოფალი შემოვიდა. მან სარძლო გვერდით გაიყვანა და უთხრა: “მეგან, ამ ოჯახში ჩვენ ადამიანებს ასე არ ველაპარაკებით“ – უყვება ნიკოლი ბრიტანულ დეილი მეილს.
გამოცემა კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ყვება, როცა ამერიკელმა მსახიობმა თავისი საქციელით ელისაბედ მეორეს უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, როცა მარკლი საქორწილო სამოსისთვის დედოფლის საგანძურიდან დიადემას ირჩევდა, ერთ–ერთი ტიარა მოინდომა. თუმცა უარი უთხრეს და აუხსნეს, რომ დიადემის ზუსტი წარმომავლობა დაუდგენელი იყო. მეგანმა მაინც დაიჟინა, რის გამოც ჰარიმ სასახლის თანამშრომლებს უყვირა: “მეგანს რაც უნდა, იმას მიიღებს!“ ამას დედოფალიც შეესწრო და შვილიშვილს მკაცრად განუმარტა, რომ მეგანი მიიღებდა იმას, რასაც მისცემდნენ და ვერ მიიღებდა “ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. დედოფალმა ჰარი გააფრთხილა, რომ მის საცოლეს მძიმე ხასიათი ჰქონდა.
კეტი ნიკოლმა დასძინა, რომ ქეით მიდლტონი აღშფოთებული იყო იმით, თუ რა უხეშად ელაპარაკებოდა მეგანი მის პირად თანაშემწეებს. კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლემ მაშინ მეგანს უთხრა, რომ ეს მისი პირადი პერსონალი იყო და თვითონ დაელაპარაკებოდა.
მეგანმა ცოტა ხნის წინ ბრიტანელები იმითაც განარისხა, რომ ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ქალიშვილს შეუფერებლად მიმართა. მან გოგონას დაბადების დღე მიულოცა და უბრალოდ შარლოტა უწოდა, სახელის წინ პრინცესას ტიტულის დასახელების გარეშე.