მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა 92-ე სკოლაში დაფიქსირდა.
სკოლის დირექტორის თქმით, დაავადება მეოთხე კლასის მოსწავლეს აქვს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოსწავლე ამ დროისთვის მკურნალობას პალატაში გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სკოლის დირექციის მტკიცებით, დაავადების გამოვლენისთანავე შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.