მეორე მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.
31 წლის ქალი საქართველოში 26 თებერვალს იტალიიდან ჩამოფრინდა.
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ ბანკში.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორივე შემთხვევაში ვირუსი საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ, რომლებმაც საზღვარგარეთ იმოგზაურეს.