მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
“იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა.ერთ- ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.