მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა

“საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს“, – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზის საზიარებლად შევიდა.

„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.