პატარა ანიტა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ინდოეთშია. სპეცრეისი რამდნეიმე წუთის წინ ქალაქ ჩენაიში დაფრინდა. ანიტას ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. როდის გაუკეთდება გულის ურთულესი ოპერაცია ანიტას უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“ანიტას მდგომარეობა სტაბილურია, მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა!
ანიტას მშობლები ბედნიერები და კარგ ხასიათზე არიან!
მათ აეროპორტში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი ხვდებათ!
ჩვენ ეს ერთად შევძელით!”- წერს მარიკა ხუციშვილი.