მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში მომხდარ საზარელ შემთხვევევას გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

“ძალიან ვწუხვარ ბაღდათში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორსული დედა და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.
გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ მთელი გულით ვიზიარებ მათ განუზომელ მწუხარებას”-წერს სააკაშვილი.