პატარა ანიტას, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, მთელი საქართველო გულშემატკივრობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიამ გულის ოპერაციაზე უარი განაცხადა.
ცოტა ხნის წინ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვის საოპერაციოდ ბელარუსი თანახმაა. ინფორმაცია ბავშვის ბებიამ დაადასტურა.
“ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ.
ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება”-წერს თამუნა გლურჯიძე.